კალათბურთი

20:00 | 26.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 15-ქულიანი მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში

ესპანეთის ლიგა ენდესას 24-ე ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ „გრან კანარიას“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 81:77 დაამარცხა.

ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა გიორგი შერმადინმა, რომელმაც 20 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 4 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 17-ს გაუტოლდა.

აქვე გეტყვით, რომ „ლენოვო ტენერიფე“ 17 მოგებით და 6 წაგებით ლიგა ენდესაში მეოთხე პოზიციაზეა, მომდევნო ტურის მატჩს კი 29 მარტს, შინ „მანრესასთან“ გამართავს.

0.138588