ფეხბურთი

12:49 | 26.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაროკოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ბრაზილიის ნაკრები დაამარცხა

მაროკოს ნაკრებმა გასული წელი ისტორიულად დაასრულა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, თუმცა ისტორია დაწერა წელსაც.

ვალიდ რეგრაგის გუნდმა ბრაზილიის ნაკრები ისტორიაში პირველად დაამარცხა. შეხვედრა ამხანაგური იყო, მაგრამ ეს აფრიკელთა შედეგს არ აკნინებს.

მაროკომ ტაიმი სოფიან ბუფალის გოლით მოიგო, რასაც 67-ე წუთზე კაზემირომ უპასუხა, მაგრამ 79-ე წუთზე აბდელჰამიდ საბირის გოლით მაროკოელებმა 2:1 იმარჯვეს.

„სელესაოს“ რამონ მენეზეშმა უხელმძღვანელა, რომელიც დროებითი მწვრთნელია. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა ვიტორ როკეს, რომელიც სულ რაღაც 18 წლის და 25 დღისაა.

„ატლეტიკო პარანაენსეს“ თავდამსხმელი „სელესაოს“ ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა მას შემდეგ, რაც ბრაზილიის ნაკრებში პირველად ლეგენდარულმა რონალდომ ითამაშა.

0.114093