ფეხბურთი

10:25 | 26.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

U21 | ახალგაზრდულმა ბელეკში მატჩისწინა ვარჯიში გამართა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 26 მარტს, თბილისის დროით 18:00 საათზე ლატვიის 21-წლამდე გუნდს დაუპირისპირდება. კალენდარული სეზონის პირველი მატჩი, ჩვენი ახალგაზრდულისთვის ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო ამხანაგური შეხვედრა იქნება.

ბელეკიდან, ლატვიასთან მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ციფრული მედიის საშუალებით შემოგთავაზებთ. მატჩამდე, შეხვედრის შესახებ კომენტარი ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - რამაზ სვანაძემ გააკეთა.

რამაზ სვანაძე: "ლატვიასთან თამაში, ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია - ერთ-ერთი ბოლო მატჩია ტურნირამდე.

ამ თამაშზე ჩვენ გვაქვს ორი მიზანი, პირველი - იმის ფონზე, რომ ამ ასაკის ბევრი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებშია, პლუს გვყავს ბევრი ტრავმირებული მოთამაშე - ამის გამო ხვალ რამდენიმე ახალ ფეხბურთელს, მათ შორის დებიუტანტებს მოუწევთ მინდორზე გასვლა, რაც მათთვის დამატებითი შანსია... და მეორე ამოცანა - გვინდა, რომ კარგი განწყობა შევიქმნათ ევროპის ჩემპიონატის წინ და ხვალ დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ."

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110812