ფეხბურთი

0:59 | 26.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-ნორვეგიის მატჩის მსაჯთა ბრიგადა ცნობილია

საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ასპარეზობას 28 მარტს, ბათუმში, ნორვეგიის ნაკრებთან მატჩით დაიწყებს.

როგორც უეფას ვებგვერდი წერს, აღნიშნულ შეხვედრას ლატვიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი ანდრის ტრეიმანისი იქნება, მას ჰარალდს გუდერმანისი და ალექსეის სპასიონიკოვისი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე არბიტრის ფუნქციას ალექსანდრს გოლიბევსი შეასრულებს.

ტრეიმანისმა 2014 წლის 5 მარტს, საქართველოსა და ლიხტენშტეინის ამხანაგური მატჩი იმსაჯა, რომელიც თემურ ქეცბაიას გუნდმა მაშინ გიორგი ჭანტურიასა და ჯანო ანანიძის გოლებით მოიგო, გარდა ამისა, 2012 წლის 14 ნოემბერს, საქართველოსა და ეგვიპტის ამხანაგური მატჩიც განსაჯა (0:0).

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ნორვეგიის მატჩი 28 მარტს, ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.

0.118777