ფეხბურთი

23:39 | 25.03.2023 | ნანახია NaN - ჯერ

თურქებმა ისტორიულ მატჩში სომხებს მოუგეს

საინტერესო და ისტორიული მატჩი გაიმართა ერევანში, ვაზგენ სარქისიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე. ევრო 2024-ის D შესარჩევი ჯგუფის პირველი ტურის მატჩში სომხეთის ნაკრებმა თურქეთისას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

მოგეხსენებათ ამ ორ ქვეყანას შორის დიდი ხანია დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა. მათ დიპლომატიური ურთიერთობაც არ გააჩნიათ და ახლა ნელ-ნელა სიტუაციის გამოსწორებას ცდილობენ. ამისათვის სპორტს, კერძოდ ფეხბურთსაც იყენებენ. ამიტომ თურქების ერევანში სტუმრობა ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბავი ჩანდა. მაგრამ შეხვედრამ გართულებების გარეშე ჩაიარა.

ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა: თურქეთის ნაკრების მცველმა, ოზან ქაბაქმა ბურთი საკუთარ ბადეში გაგზავნა. სტუმრებმა 34-ე წუთზე გაათანაბრეს, როდესაც ორკუნ კოკჩუმ ონურ ბულუტის პასით გაიტანა.

თურქებს გამარჯვება კერემ აქთურქოღლუს 63-ე წუთზე შესრულებულმა ზუსტმა დარტყმამ მოუტანა - 1:2.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:25 | 18.03.2014
stavrida1 (126)

[bstripslashes((strlen('http://moige.at.ua')>0?']http://moige.at.ua':']http://moige.at.ua')) სპორტული პროგნოზები

21:04 | 18.03.2014
shotamessi10 (5632)

კაი ფეხბურთელი უნდა დადგეს წესით :3

19:07 | 18.03.2014
kane19906 (61)

ამას უნდა უფორმებდნენ კონტრაქტს და სანია არა ტფუიიი

18:47 | 18.03.2014
Babajuju (2597)

ყველაზე მაგარი მცველი მთელ გალაკტიკაში.

18:09 | 18.03.2014
kapitani barsamgido (370)

ვახ თქვენ გენაცვალეთ რაა გაიხარეტ ისე ცხოვრებაში როგორც ეხლა მე თქვენ გამახარეთ, ვაი თქვენს პატრონს უბედურს რა ბარტრა? ესენი მაგრად უგლიჯინებენ. ესენი გამაჩაღარავებენ ვიცი მე, ამათი დედები მოვიკითხე.

18:46 | 18.03.2014
Babajuju (2597)

)

17:54 | 18.03.2014
ukleba (17336)

ვინ ბარტრა ღადაობთ )) მიიყვანეთ ვინმე კარგი ცენტრალური მცველი და თანაც ორი თორე გაისად ჩემი ბულკები იქნებით

18:00 | 18.03.2014
მადრიდისტა (17021)

ბარტრა პუიოლის მემკვიდრეა ასე ფიქრობს აქ ზოგიერთი კულუ

0.079613