საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ მონღოლეთთან მატჩის შემდეგ (6:1) კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ნორვეგიასთან გამარჯვების იმედი აქვთ.
„პირველ რიგში ვულოცავ გუნდს გამარჯვებას, კარგად ვითამაშეთ. დიდი ხანი არ მქონდა ეროვნულ ნაკრებში გოლი გატანილი და კარგია, რომ გავიტანე, ნავსი გავტეხე. იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო მეტს გავიტან. წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება ნორვეგიასთან და დიდი იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრებთან ერთად გამარჯვებას მოვახერხებთ“, - თქვა ჩაკვეტაძემ.
შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძემ საქართველოს ნაკრებში გოლი 2018 წლის შემდეგ პირველად გაიტანა. მთლიანობაში მის აქტივში 14 თამაში და 7 გოლია. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 28 მარტს, ისევ ბათუმში ჩაატარებს, ამჯერად ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ.