20:42 | 25.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდიამ კვიპროსი გაანადგურა

ევრო 2024-ის A შესარაჩევი ჯგუფის პირველ მატჩში, სადაც საქართველოს ნაკრებიც თამაშობს, შოტლანდიის ეროვნულმა გუნდმა „ჰემპდენ პარკზე“ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსის ნაკრები 3:0 გაანაგდურა.

პირველი ბურთი ლივერპულელი ენდრიუ ჰენდერსონის გადაცემით „ასტონ ვილას“ შუახაზელმა, ჯონ მაკგინმა გაიტანა. მისთვის ეს მე-16 სანაკრებო გოლი გამოდგა.

შემდეგ დუბლი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, სკოტ მაკტომინეიმ შეასრულა - 87 და 93-ე წუთებზე გამოიჩინა თავი.

შოტლანდიელებმა 3 ქულა მოაგროვეს და ჯერჯერობით ცხრილს სათავეში მოექცნენ. თუმცა დღესვე, მოგვიანებით ჩვენ ჯგუფში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა: თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთიდან ესპანეთი მალაგაში ნორვეგიას უმასპინძლებს და ჯგუფის ლიდერიც შესაძლოა შეიცვალოს.

0.12882