სხვა

14:36 | 25.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

კაზაკოვასა და რევიას წყვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე კარიერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა

იაპონიის ქალაქ საიტამაში მედლების კიდევ ერთი კომპლექტი სპორტულ ცეკვებში გათამაშდა. მსოფლიოს ოცმა საუკეთესო წყვილმა თავისუფალ პროგრამაში იასპარეზა. მათ შორის იყო მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას დუეტი.

ქართულმა წყვილმა ურთულესი ტექნიკური ელემენტებით დატვირთული და კომპოზიციურად ორიგინალური თავისუფალი პროგრამის პრეზენტაცია აჩვენა, რომელიც მსაჯების მხრიდან საკმაოდ მაღალი ქულით შეფასდა. ორი პროგრამის ჯამში მათ 181.22 ქულა დაიმსახირეს და მე-13 ადგილი დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ მარიამ და გიორგიმ თავისუფალ პროგრამაში მოპოვებული ქულებით არა მარტო ამ სეზონის, არამედ მათ კარიერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონები კი სპორტულ ცეკვებში ამერიკელი წყვილი: მედისონ ჩოკი და ევენ ბეიტსი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108856