ფეხბურთი

12:47 | 25.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

რობერტსონი: “საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით“

„ლივერპულისა“ და შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელმა, ენდრიუ რობერტსონმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფზე ისაუბრა, სადაც საქართველოს ნაკრებიც თამაშობს:



„მთელს საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე რთული ჯგუფი შეგვხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მე-2 კალათში ვიყავით, ამისგან ვერანაირი სარგებელი მივიღეთ. მე-3, მე-4 (საქართველო) და მე-5 კალათიდანაც კი უძლიერესი ნაკრებები შეგვხვდა. ის ფაქტი, რომ კვიპროსი ბოლო კალათშია, კარგად ასახავს ჩვენი ჯგუფის სირთულეს.

„მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი პოზიტიური იყო. პლეი-ოფები ისე არ წავიდა, როგორც ჩვენ გვსურდა, თუმცა შესარჩევის 10 თამაში კარგად ჩავატარეთ და თუ ამას გავიმეორებთ და მეორე ადგილზე გავალთ, ევროპის ჩემპიონატზეც ვკვალიფიცირდებით“ - განაცხადა რობერტსონმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გარდა შოტლანდიის მეტოქეები A ჯგუფში ესპანეთის, ნორვეგიის და კვიპროსის ნაკრებები იქნებიან. სწორედ კვიპროსთან ჩაატარებს ბრიტანული გუნდი დღეს პირველ მატჩს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, შოტლანდიის წინააღმდეგ პირველ მატჩს ჩვენი გუნდი 20 ივნისს სტუმრად, 16 ნოემბერს კი საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.

0.119292