ევროლიგის 30-ე ტურში „ვირტუს ბოლონია“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალთან“ 79:96 დამარცხდა. ესპანურმა გრანდმა დიდი უპირატესობა პირველივე პერიოდში მოიპოვა, ხოლო ტაიმი სულაც 17 ქულით მოიგო, რითაც მეორე ნახევარს პრაქტიკულად აზრი დაუკარგა.
თორნიკე შენგელიამ 24:56 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 5-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 14-ს გაუტოლდა.
„ვირტუსში“ მარკო ბელინელი იყო საუკეთესო 26 ქულით, ხოლო მადრიდელთა შორის ასევე 26 ქულით მარიო ჰეზონია გამოირჩა, გერშონ იაბუსელემ კი 24 ქულა ჩააგდო.
„ვირტუს ბოლონია“ ევროლიგაში 13 მოგებით და 17 წაგებით მე-13 პოზიციაზეა. იტალიური გუნდი მომდევნო ტურში 28 მარტს, თელ ავივის „მაკაბის“ ესტუმრება.