რაგბი

22:32 | 24.03.2023 | ნანახია NaN - ჯერ

World Rugby | შარიქაძისა და საქართველოს თავდაჯერებულობა იზრდება

მსოფლიო რაგბი ბორჯღალოსნების კაპიტან მერაბ შარიქაძეს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მეექვსედ მოგების შემდეგ ესაუბრა.

„საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე თვლის, რომ უელსთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსნებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ წარმატების რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგებით გამყარება.

შარიქაძემ და საქართველომ „ფრინციფალითი“ შარშან ნოემბერში შეაჯანჯღარეს, როდესაც პირველი ტაიმის 3:12 დათმობის შემდეგ, ლუკა მატკავას გვიანი ჯარიმით 13:12 გაიმარჯვეს. კაპიტნის თქმით, უელსთან გამარჯვებამ გუნდს საკუთარი თავის რწმენა აუმაღლა:

„ახლა ჩვენ თავდაჯერებულები ვართ. ადრეც ასე იყო, თუმცა როდესაც ხედავ და შეიგრძნობ შედეგს, შეიძენ ასეთ გამოცდილებას, თავდაჯერებულობაც მატულობს“ – ამბობს შარიქაძე.

ბორჯღალოსნების კაპიტანი მიიჩნევს, რომ უელსთან შესანიშნავი პერფორმანსის შემდეგ, გუნდის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო რაგბი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაში და ასეც მოხდა. ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის, ნიდერლანდებისა და ესპანეთის დამარცხების შემდეგ, საქართველომ ნახევარფინალში რუმინეთს 31:7 სძლია, თავად მერაბმა კი, რომელიც ტურნირის მსვლელობისას ძალიან კარგ ფორმაში იყო, ესპანეთს და რუმინეთს თითო-თითო ლელო გაუტანა.

ბადახოსში, პორტუგალიასთან გამართული ფინალის პირველ ტაიმში საქართველო მინიმალური სხვაობით დაწინაურდა (12:11), შესვენების შემდეგ კი 4 ლელო გაიტანა და 38:11 გამარჯვებით, ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა.

„ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და ჩვენი გულშემატკივრისთვის. ყველას სურდა ენახა რას გავაკეთებდით უელსთან მოგების შემდეგ. არავის გაუხარდებოდა ამ დიდი გამარჯვების შემდეგ უკან თუ გადავდგამდით ნაბიჯს და ვფიქრობ დავამტკიცეთ, რომ ეს წარმატება დამსახურებული იყო და არა გამართლების შედეგი“.

„მსოფლიო თასი – ეს სულ სხვა რამეა“

ევროპის კონტინენტზე ქართული გუნდების დომინირება გრძელდება. ბორჯღალოსნებმა უკანასკნელი 13 რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან 12 მოიგეს და ტურნირზე 29-მატჩიანი წაუგებელი მატჩების სერია მოუგროვდათ, ‘შავმა ლომმა’ კი ევროპის სუპერ თასის ორივე გათამაშებაში ჩემპიონობა მოიპოვა.

შარიქაძე ერთ-ერთი იყო ‘შავი ლომის’ იმ ექვსი მორაგბიდან, რომლებმაც ბადახოსში თამაში დაიწყეს და ამბობს, რომ კლუბმა უდიდესი როლი ითამაშა ბორჯღალოსნების თამაშის ხარისხში:

„‘შავმა ლომმა’ უდიდესი გავლენა იქონია ეროვნული გუნდის წარმატებაში. არა მხოლოდ შედეგი, თამაშის ხაროსხიც ბევრი რამითაა დაკავშირებული ‘შავ ლომთან’“.

საქართველო და შარიქაძე ახლა 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადებაზე არიან კონცენტრირებული, სადაც გ ჯგუფში უელსს, პორტუგალიას, ავსტრალიასა და ფიჯის ეთამაშებიან. ბორჯღალოსნების კაპიტანი მიიჩნევს, რომ პორტუგალიასთან 23 სექტემბერს, ტულუზაში გასამართი მატჩი კვირას გამართული ფინალისგან განსხვავებული იქნება:

„შესაძლოა, ამ გამარჯვებამ მომავალ შეხვედრაზე რაღაც გავლენა იქონიოს, მაგრამ მსოფლიო თასი სხვა რამეა და არ ღირს დასკვნების წინა შედეგის მიხედვით გამოტანა“.

2023 წლის მსოფლიო თასი შარიქაძისთვის მესამე იქნება და ის იმედოვნებს, რომ საქართველო პირველად შეძლებს ჯგუფური ეტაპის დაძლევას და მეოთხედფინალში გასვლას:

„განვლილმა ორმა მსოფლიო თასმა დამანახა, რომ იქ შეცდომების დაშვება დაუშვებელია. ერთი შეცდომა და შესაძლებლობა ხელიდან გაშვებულია. მსოფლიო თასზე თავი საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინო. მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ ქართული რაგბისთვის ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება“.

RUGBY.GE


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:10 | 24.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

საუდის არაბეთთან ის თამაში რომ ამოვაგდოთ ფაქტიურათ დაუმარცხებლები არიან

11:09 | 24.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

არგენტინას რაც შეეხება მაგარ ფორმაში არიან

20:39 | 18.10.2023
Kobe Bean (21683)

2014-ის ფინალი რომ ეთამაშა ამ კაცს,დღეს 4 ვარსკვლავი ექნებოდა არგენტინას.დიმკა მაგარი კაცია,ქუჩური ფეხბურთის ტექნიკა აქვს.მესის შემდეგ ბოლო 15 წელში ყველაზე მეტად ეს მევასება არგენტინელებიდან.რიკელმე-ვერონიც რომ ამათი თაობა ყოფილიყო სუპერი იქნებოდა

20:40 | 18.10.2023
Kobe Bean (21683)

დიმარიას სტატიაზე უნდა დამეწერა)))

18:30 | 18.10.2023
KoRBeN DaLLaS (24842)

ანუ გამოდის რომ ბოლო 50 თამაშში არგენტინამ მხოლოდ ერთი წააგო და ისიც საუდის არაბეთთან ))
მაგ დონის მამაძაღლობა მსოფლიო ჩემპიონატებზე მე არც მახსოვს. რა არგენტინა-კამერუნი და რის საფრანგეთი-სენეგალი ? მაგ აფრიკულმა გუნდებმა თამაში მაინც იცოდნენ.

17:27 | 18.10.2023
Kobe Bean (21683)

წესით ითამაშებს ლეო 2026-საც,დილით ისეთი ინტერვიუ მიცა რომ აპირებს.რაც მოვიგეთ წარსულია,ახალი ციკლი დავიწყეთ და ბოლომდე უნდა მივიყვანოთო.თავისი თავიც იგულისხმა საქმის ბოლომდე მიყვანაში და შესაბამისად აპირებს კიდეც მუნდიალზე ყომარს.იქ გვარდიოლას ბარსასაც კი შეადარა ეს ნაკრები,ახლოს ვართ ყველადროის საუკეთესო ბარსასთანო.მოკლედ მაგას იგივეს გამეორება უნდა,ანუ კიდევ სამი ტიტული მიყრა:კოპასი,ფინალიმასი და მუნდიალის.მაგ თუ შეძლო მართლა შეადარებენ პეპის ბარსასაც ამ არგენტინას))))ანუ გამოვა რომ ზედიზედ 2-2-ჯერ მოიგებენ ყველაფერს.კოპასაც,ფინალისიმასაც და რაც მთავარია მუნდიალს

17:21 | 18.10.2023
Kobe Bean (21683)

რომეროს მეწყვილე მგონია ყველაზე დიდი პრობლემა.ოტამენდი ახლაც მზეა და 2026-ში რა იქნება მარტივი წარმოსადგენია.ლიჩა კი ძაან დაბალია ცენტრალური მცველობისთვის.მაგ სიდაბლის გამო ვეგჰორსტებით კინაღამ გააგდო ვანგაალმა.სხვამხრივ არგენტინა 2026-ში უფრო ძლიერი იქნება ვიდრე 2022-ში იყო.ნუ ლეოც ბერდება მაგრამ იმედი მაქვს დადებს მაღალ დონეს თუ ითამაშებს 2026-ს

15:25 | 18.10.2023
KoRBeN DaLLaS (24842)

არგენტინა მსოფლიოს შემდეგ - 8 თამაში, 8 მოგება, ბურთების შეფარდება 20/0.
ამ თამაშების ნახევარი ფარჩაკებთან კი ჩაატარეს, თუმცა მაინც შთამბეჭდავი შედეგია.
დაველოდოთ ნოემბერს, მაგარი მატჩები ელით.

17:17 | 18.10.2023
Kobe Bean (21683)

გადაიხევს მზეზე ურუგვაისაც და ბრაზილიასაც)))ეს არგენტინა ძაან ძლიერი გუნდია,მსოფლიოს მოგების შემდეგ უფრო ლაღები გახდნენ ტიპები და თავდაჯერება შეემატათ.თან ახალგაზრდობაც უმჯობესდება და უკეთესი ფეხბურთელბი ხდებიან.ამ არგენტინას ლეო თუ იქნება,2026-შიც სერიოზული შანსი ექნება

14:45 | 18.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მართლა მაგარი გოლები იყო ორივე

0.079841