ფეხბურთი

21:57 | 24.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: თომას ტუხელი "ბაიერნის" მწვრთნელია

რაც მოსალოდნელი იყო, ოფიციალურად დადასტურდა. მიუნხენის „ბაიერნიდან“ იულიან ნაგელსმანი გაათავისუფლეს, ის კი თომას ტუხელმა შეცვალა. აღნიშნული ცნობა „რეკორდმაისტერის“ ვებგვერდზე დადასტურდა.

"ბაიერნმა“ გაათავისუფლა მთავარი მწვრთნელი ჯულიან ნაგელსმანი. ეს გადაწყვეტილება მიიღეს აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ კანმა და სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა კლუბის პრეზიდენტ ჰერბერტ ჰაინერთან კონსულტაციებით. ნაგელსმანს შეცვლის თომას ტუხელი, რომელმაც კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ნაგელსმანთან ერთად კლუბს ტოვებენ ასისტენტები დინო ტოპმიოლერი, ბენჟამინ გლუკი და ხავიერ ზემბროდიც“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ იულიან ნაგელსმანი „ბაიერნს“ 2021 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებდა და გუნდს გერმანიის ჩემპიონატი და სუპერთასი მოაგებინა. „რეკორდმაისტერი“ მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში მეორე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კი „მანჩესტერ სიტის“ უნდა შეხვდეს.

თომას ტუხელი ბოლოს „ჩელსიში“ მუშაობდა, მანამდე კი „მაინცს“, „დორტმუდნს“ და პსჟ-ს ავარჯიშებდა.

0.117064