ფეხბურთი

19:30 | 24.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ფინეთს დაუზავდა

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა პორტუგალიაში ოთხთა ტურნირზე პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ფინელ თანატოლებს დაუზავდა - 1:1.

ანგარიში 50-ე წუთზე ფინეთის ნაკრების ფეხბურთელმა ლაური ლაინემ გახსნა, რასაც ქართველმა ფეხბურთელებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე ნიკოლოზ ნინიძის გოლით უპასუხეს. აღსანიშნავია, რომ 78-ე წუთიდან ფინეთს დანიელ არმსტრონგი გაუძევეს და რიცხობრივ უმცირესობაში დაასრულა თამაში.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები 26 მარტს პორტუგალიას, ხოლო 28 მარტს ავსტრიის 18-წლამდე ნაკრებებს დაუპირისპირდება.

ფინეთი - საქართველო 1:1 (0:0)

საქართველო: კოპალიანი, ბუკია, ნარიმანიძე, გიუნაშვილი (ნიკოლაიშვილი 67), ჩიქოვანი (სადღობელაშვილი 46), ფეიქრიშვილი (ბერელიძე 67), ფრიდონიშვილი (ნინიძე 67), გეგუჩაძე (ლორთქიფანიძე 77), ყველაშვილი, ხაჩიძე (შეროზია 46), ცეცხლაძე

გოლები: 1:0 ლაინე (50), 1:1 ნინიძე (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108556