სხვა

16:55 | 24.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანასტასია გუბანოვას მე-14 ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე

იაპონიის ქალაქ საიტამაში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება, სადაც ანასტასტია გუბანოვამ ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა.

20 წლის ანასტასიამ მოკლე პროგრამაში მე-11 შედეგი აჩვენა 65.40 ქულით, ხოლო თავისუფალ პროგრამაში 119.52 ქულა დააგროვა, რაც საერთო ჯამში მხოლოდ მე-14 ადგილისთვის გამოდგა საკმარისი.

"პროგრამის პირველ ნახევარს წარმატებით გავუმკლავდი და ასეც მოველოდი, რადგან კარგად ვიყავი მომზადებული. მაგრამ, მეორე ნახევარში თითქოს მთელი სეზონის დაღლილობა ერთიანად შემომაწვა და ვიგრძენი, რომ ენერგია აღარ მყოფნიდა. დღევანდელი გამოსვლით, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ. თუმცა, ეს სეზონი ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო, არასდროს დამავიწყდება", - თქვა გუბანოვამ.

შეგახსენებთ, რომ ანასტასია გუბანოვა ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-6 ადგილი დაიკავა.

0.11332