ფეხბურთი

16:19 | 24.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "კვარაცხელიასა და კიმზე დე ლაურენტისს გარკვეული ეჭვები ჰქონდა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ, რომელსაც იტალიის წლის საუკეთესო მწვრთნელისთვის დაწესებული ენცო ბეარძოტის სახელობის პრიზი გადასცეს, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„აძურის“ დამრიგებელს ჰკითხეს, თავიდანვე მზად იყვნენ თუ არა, კვარაცხელია და კიმ მინ-ჯე, რომლებიც გუნდს ზაფხულში შეუერთდნენ:

„ეს ეჭვი დე ლაურენტისსაც გაუჩნდა. მათ ყიდვამდე ვილაპარაკეთ, კვარაზე რუსეთში ვიმუშავე, სადაც 5 წელი გავატარე და რამდენიმე მეგობარს მასზე შეკითხვები დავუსვი. ყველა მეუბნებოდა, რომ ძალიან კარგი მოთამაშე იყო. თუმცა, პრეზიდენტმა მითხრა, გასაგებია, მაგრამ შეძლებს, რუსულ და იტალიურ ფეხბურთთან არსებულ სხვაობასთან შეგუებას? დღეს ფეხბურთის საზღვრები უფრო თხელია, ამიტომ, უფრო ადვილია ახალ მექანიზმებთან შერწყმა, ვიდრე აქამდე იყო“, - აღნიშნა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და ოთხჯერ პენალტი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117674