მსოფლიო ჩემპიონატის მესამე სატურნირო დღეს გაიმართა რითმული ცეკვები 33 სპორტულ წყვილს შორის.
საერთაშორისო საციგურაო კავშირის ტექნიკური კომიტეტის მიერ წელს რითმულ ცეკვებში შეთავაზებული იყო ლათინოამერიკული მოტივები. ჩვენი სპორტსმენები მარია კაზაკოვა და გიორგი რევია 69,43 ქულით მე-14 საშუალედო ადგილზე იმყოფებიან და კვალიფიცირებულ 20 წყვილთან ერთად 25 მარტს, წარმოადგენენ თავისუფალ პროგრამას.
"ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ყველაზე მეტი ვიმუშავეთ ჩვენს ენერგეტიკაზე და ქარიზმაზე. შეიძლება, წყვილი ტექნიკურად ძალიან ძლიერი იყოს, მაგრამ თუ ემოციის გადმოცემა არ შეუძლია, მაყურებლისთვის მაინც მოსაწყენი იქნება. ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი, რომ დამსწრე საზოგადოებისთვის საინტერესო ნომერი წარგვედგინა და პროცესით ჩვენც მიგვეღო სიამოვნება", - თქვეს მარიამ და გიორგიმ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სიმპატიური გუნდია და სულშერის ხელში ლამაზად თამაშობენ ზაფხულში მცველებსაც იყიდიანდა ჩემპიონობის შანსი ექნებათ.
ბრავო!
განახევრებული შემადგენლობითაც თუ მოიგებდნენ ნაღდად არ მეგონა.
კარგი იქნება მეოთხეზე თუ გავლენ.
იქით ევროპა ლიგაზე დახოცონ ერთმანეთი ლონდონელებმა, ლიგის საგზურისთვის : )