ფეხბურთი

11:04 | 24.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

უეფას მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის კურსის მეორე მოდული

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 21-დან 23 მარტის ჩათვლით, მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის კურსის მეორე მოდული გაიმართა.

მოდული შედგებოდა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან. კურსის მონაწილეებს გამოცდილება უეფას ექსპერტებმა და Jira Panel-ის წევრებმა, კრის ვან დერ ჰაგენმა და გენადი სკურტულმა გაუზიარეს.

მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის კურსი საქართველოში პირველად ტარდება და შექმნილია განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟის მქონე ფეხბურთელებისთვის, რომლებიც შემდეგ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ:

  • მინიმუმ 10 თამაში საქართველოს ეროვნულ (A) ნაკრებში
  • საქართველოს ეროვნული (A) ნაკრების წევრი მინიმუმ 7 წლის განმავლობაში
  • შეუსრულდა, ან სწავლების პერიოდში უსრულდება 30 წელი

B+A ლიცენზიის კურსში მონაწილეობენ ეროვნული ნაკრების მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელები. სპეციალურად აღნიშნული კურსისთვის შექმნილი პროგრამის საფუძველზე, მათ საშუალება ეძლევათ C ლიცენზიის გარეშე გაიარონ B+A კურსი და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გახდნენ უეფას A ლიცენზიის მფლობელები. კურსი 6 მოდულისგან შედგება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.146896