მიუნხენის „ბაიერნი“ იულიან ნაგელსმანს გაათავისუფლებს. ინფორმაციას გავლენიანი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, გერმანელ სპეციალისტს დიდი ალბათობით, მალე დაითხოვენ. როგორც ირკვევა, 35 წლის მწვრთნელს ცუდი ურთიერთობა აქვს, როგორც ფეხბურთელებთან, ისე კლუბის ხელმძღვანელობასთან. ამასთან, დიდი გავლენა იქონია ბუნდესლიგის ბოლო ტურში "ლევერკუზენთან" წაგებამ (1:2), რაც შეიძლება ითქვას, ნაგელსმანის დასათხოვად გადამწყვეტი ფაქტორიც აღმოჩნდა.
რომანო იმასაც წერს, რომ კონტრაქტი მზად არის ტომას ტუხელისთვის, რომელიც „რეკორდმაისტერთან“ ხელშეკრულებას 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.
მიუნხენის „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია, სადაც „მანჩესტერ სიტის“ უნდა შეხვდეს, ხოლო ბუნდესლიგაში დორტმუნდის „ბორუსიას“ ერთი ქულით ჩამორჩება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რას ერჩიან ვერ გავიგე,კაცმა ყველა თამაში მოიგო ლიგაზე და ისე გავიდა მეოთხედფინალში.ბუნდესლიგის გამო თუ ხსნიან ძაან მზეები ყოფილან მაშინ,ბუნდესლიგა გინდ მოუგია ბაიერნს და გინდ არა.თუ გაშვება უნდოდათ გაეშვათ ამ სეზონის ბოლოს
და ტუხელმა რომ ლიგა დადოს რა პრიკოლი იქნება
ბარემ ლიგის ფინალის წინ დაენიშნათ ტუხელი)))
ჯერ ჩემპიონატი არ დასრულებულა და რა ყურები ჩამოყარეს ამ ჩემისებმა, ან ყოველ წელს ხომ არ გახდებიან ჩემპიონები