ფეხბურთი

1:05 | 24.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა

კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა. ამჯერად, ის გახდა ფეხბურთელი, რომელსაც სანაკრებო დონეზე ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

ლიხტენშტეინის წინააღმდეგ კრიშტიანუ რობერტო მარტინესმა ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და ეს იყო მისთვის პორტუგალიის ნაკრებში 197-ე მატჩი, რაც მსოფლიო ფეხბურთის რეკორდია.

რონალდუმ ბადერ ალ-მუტავას აჯობა, რომელმაც ქუვეითის ნაკრებში 196 თამაში აქვს ჩატარებული.

აღსანიშნავია, რომ 38 წლის ფეხბურთელმა ლიხტენშტეინის ნაკრებს პენალტით ჯარიმით ორი გოლი გაუტანა, რომლებიც მისთვის ნაკრებში 119-ე და 120-ე გოლები გამოდგა.

0.11588