ფეხბურთი

23:59 | 23.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები მონღოლეთსა და ნორვეგიასთან მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის პირველი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს შეკრების მეოთხე დღეს, ვილი სანიოლის გუნდმა კვლავ დინამო თბილისის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა.

24 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები დინამო თბილისის ბაზაზე კიდევ ერთ ვარჯიშს ჩაატარებს, რომელიც აკრედიტებული მედიისთვის ღია იქნება. ვარჯიშის შემდეგ, ჩვენი გუნდი ბათუმში გაემგზავრება, სადაც, სასტუმრო ჰილტონში, აკრედიტებული მედიისთვის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი", აზერბაიჯანი)

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), მამუკა კობახიძე ("დინამო ბათუმი"), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი ("შახტარი", უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო თბილისი"), საბა საზონოვი ("დინამო", რუსეთი), ლაშა დვალი ("აპოელი", კვიპროსი)

ნახევარმცველები: გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“ პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი), ლუკა გაგნიძე ("დინამო", რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი", თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), გაბრიელ სიგუა ("დინამო თბილისი")

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე ("ანკარაგუჯუ", თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 25 მარტს, 18:00 საათზე ამხანაგურ მატჩს მონღოლეთთან ჩაატარებს, ხოლო 28 მარტს, 20:00 საათზე ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე თამაში ბათუმში გაიმართება.

NAKREBI.GE

0.121818