„ნაპოლის“ ცნობილმა გულშემატკივარმა და მოდელმა, პაოლა საოლინომ ხვიჩა კვარაცხელიასადმი სიმპათია არ დამალა. იტალიურ მედიას უთხრა, რომ ურჩევნია ხვიჩასნაირ ბიჭთან ერთად წავიდეს სავახშმოდ, ვიდრე რაჯა ნაინგოლანის ტიპის ბიჭთან.
„კვარაცხელია მომწონს, რადგან კარგი ბიჭია, განათლებული. მირჩევნია ვახშამზე მისნაირ ბიჭთან ერთად გასვლა, ვიდრე ტატუირებულ, კუნთოვან მაჩოსთან ან ნაინგოლანის სტილის ბიჭთან. მე არ ვეთანხმები, რომ ქალები ვერ იქნებიან კაცების მეგობრები ან ვერ წავლენ ვახშამზე ფეხბურთელთან“, - თქვა საულინომ.
აღსანიშნავია, რომ პაოლა საოლინი კვარაცხელიასადმი სიმპათიებს დიდი ხანია არ მალავს, თუმცა ქართველი ფეხბურთელი დანიშნულია, ასე რომ, მის სურვილს ახდენა არ უწერია.