ფეხბურთი

22:10 | 23.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "საუდის არაბეთის ჩემპიონატი მალე მსოფლიოში მეხუთე ან მეექვსე იქნება"

„ალ-ნასრის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატი უახლოეს წლებში მსოფლიოში ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი გახდება.

„საუდის არაბეთის პროფესიონალურ ლიგას სხვაგვარად უნდა შეხედოთ. არ ვაპირებ იმის თქმას, რომ პრემიერლიგის დონეა, ეს ტყუილი იქნება, მაგრამ ძალიან კონკურენტუნარიანი ლიგაა. სასიამოვნოდ გამაოცა გუნდების დონემ და ჩემპიონატი დაბალანსებულია. დარწმუნებული ვარ, უახლოეს წლებში ეს ლიგა მსოფლიოში კონკურენციის მიხედვით მეხუთე, მეექვსე ან მეშვიდე იქნება“, - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის ჩემპიონატში მიმდინარე წლის დასაწყისიდან თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11456