უეფამ „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ენრიკე ნიგრეირას საქმეზე, რომელიც ესპანელი მსაჯების კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია.
„ბარსელონას“ ბრალად ედება მსაჯებისთვის დახმარების მიზნით სოლიდური თანხის გადახდა, რის გამოც საქმეში უეფაც ჩაერთო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დიდი შანსია, რომ კატალონიური გრანდი ერთი წლით ევროთასებიდან გარიცხონ, მაგრამ არაა გამორიცხული უფრო ხანგრძლივი დისკვალიფიკაციაც.
„უეფას სადისციპლინო რეგულაციების თანახმად, ეთიკისა და დისციპლინური ინსპექტორები დაინიშნენ გამოძიების ჩასატარებლად „ბარსელონას“ მხრიდან შესაძლო დარღვევის შესახებ, ე.წ. ნეგრეირას საქმეზე“, - ნათქვამია უეფას განცხადებაში.