„თელავის“ მთავარ მწვრთნელად სომხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ვარდარ მინასიანი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
მინასიანი ბოლოს ყაზახურ „თარაზს“ წვრთნიდა, მანამდე კი „არარატ-არმენიას“, „პიუნიკის“, „ტობოლის“ და სომხეთის ნაკრების თავკაცი იყო. მისი ხელმძღვანელობით სომხეთის ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მესამე ადგილი დაიკავა, სტუმრად 4:0 გაანადგურა დანიის ნაკრები, ხოლო იტალიასთან არ წააგო (2:2).
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვარდან მინასიანს თანაშემწეებად ორი თანამემამულე ჩამოჰყვა - არტაკ მოვსესიანი პირველი ასისტენტი იქნება, არტურ მკრტიჩიანი კი ფიზმომზადების მწვრთნელად იმუშავებს.
„თელავი“ ეროვნულ ლიგაში 5 ტურის შემდეგ 5 ქულით მეშვიდე ადგილზეა. მინასიანმა გია ცეცაძე შეცვალა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა დიშლადუნდათ თორე კი წაიყყვანონ თანახმა ვარ მე მეგონა რომ იყიდეს იტალიის ნაკრებში დგასო და მეთქი გვეშველათქო და იანგი ჯობია რო დგება ცოცხლდება ფლანგი
დარმიანი როცა ადვილი საყიდი იყო მაშინ არ იყიდეს და ეხლა მანიუ მაგას არ გაყიდის და თან გვარდი მიდი რა ააცვი რა ლამის გადმოწევა იყოს სადაც არის