ფეხბურთი

17:48 | 23.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ელიფ ელმასი: "ყველაზე მეტად კიმ მინ-ჯემ გამაოცა"

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ელიფ ელმასმა ტელეკომპანია DAZN-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. ჩრდილომაკედონიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად კიმ მინ-ჯემ გააოცა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია ეკლერს შეადარა.

„ყველაზე მეტად კიმმა გამაოცა. ის შესანიშნავი ადამიანია, სწორი ხასიათით და ეს შთამბეჭდავია. მაგრამ ყველა კარგია, ლობოტკა, კვარაცხელია, ანგისა, დი ლორენცო, მარიო რუიი, ჩამოთვლა, რომ დავიწყო, ვერასდროს დავასრულებ. კვარაცხელიას რომელ ტკბილეულს შევადარებდი? ეკლერს, იმიტომ, რომ კარგია“, - თქვა ელმასმა.

შეგახსენებთ, რომ ელიფ ელმასი „ნაპოლიმდე“ სტამბოლის „ფენერბაჰჩეში“ თამაშობდა, ისევე, როგორც კიმ მინ-ჯე, რომელიც იტალიელებმა შარშან ასევე თურქული კლუბიდან იყიდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103008