თამაშგარე

19:52 | 23.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ევროპაში ყველაზე სპორტული ქალები ისლანდიელებს ჰყოლიათ

სტატისტიკოსთა მსოფლიო ორგანიზაცია მოცალეობის ჟამს (ასეთი დრო კი როგორც ჩანს ბევრი აქვთ) სახალისო კვლევებს ატარებს. აი მაგალითად ამ ერთი თვის წინ, ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც დაადგინეს, რომ ევროპაში ერთ სულ მოსახლეზე გათვლით სპორტით ყველაზე მეტი ქალი ისლანდიაში კავდება.

ისლანდიელი ქალების სპორტულობა და ათლეტურობა მათ მიერ სპორტის სხვადასხვა სახეობაში ნაჩვენები შედეგებითაც ჩანს. მაგრამ, როდესაც ჩვენს მიერ ისედაც ნაცნობ რეალობას ზურგს სტატისტიკოსთა მიერ ჩატარებული კვლევები უმაგრებს, სულ სხვა რამაა და ამიერიდან ისლანდიელ ქალბატონებს კიდევ უფრო მეტი კეთილგანწყობით უნდა შევხედოთ.

ზოგადად ევროპაში წლიდან-წლამდე სულ უფრო მეტი ქალბატონი კავდება სპორტის სხვადასხვა სახეობით და ბევრ ქვეყანაში ქალთა სპორტში მოღვაწეთა რაოდენობა მამაკაცების რაოდენობასაც კი აჭარბებს. ხოლო სპორტის ისეთი სახეობები, როგორიც მაგალითად მხატვრული ტანვარჯიშია, ქალთა შესაძლებობების დანახვის საუკეთესო მაგალითია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.433063