ფეხბურთი

16:20 | 23.03.2023 | ნანახია NaN - ჯერ

ლეო ოსტიგორი: "ვარჯიშებზე კვარაცხელიას მეურვეობა მიწევს, რაც თამაშის ტოლფასია"

ნორვეგიის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელმა ლეო ოსტიგორმა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელია, ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში თავის უთამაშებლობაზე ისაუბრა.

როგორც მან ნორვეგიელ ჟურნალისტებს უთხრა, კარგ ფორმაშია მიუხედავად იმისა, რომ კლუბში ბევრ დროს არ თამაშობს. მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენს ვარჯიშებზე ყოველდღე ეთამაშება, რაც სრულფასოვან თამაშს უდრის.

„როდესაც შენს კლუბში არ ბევრს თამაშობ, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს ნაკრების მთავარი მწვრთნელის არჩევანში. ეს მშვენივრად მესმის. მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლიში“ დიდი სათამაშო დრო არ მქონია, თავს კარგად ვგრძნობ. გარწმუნებთ, რომ ვარჯიშზე, ყოველდღე ისეთი ფეხბურთელების მეურვეობა, როგორებიც ოსიმენი და კვარაა, სრულფასოვანი თმაშის ტოლფასია, ამით რაღაც დადებითს ვიღებ.

რა თქმა უნდა, მეტი თამაში მინდა, არ უარვყოფ, მაგრამ რთულია, რადგან დიდ გუნდში ვთამაშობ. თუმცა, სათამაშო პრაქტიკის იმედი არ დამიკარგავს. ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველთვის მზად ვარ ჩემი წვლილი შევიტანო, როგორც „ნაპოლიში“, ასევე ეროვნულ ნაკრებში“, - თქვა ოსტიგორმა.

შეგახსენებთ, ლეო ოსტიგორს ნორვეგიის ნაკრებში 9 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. მან მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით მხოლოდ 8 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში ერთი გოლის გატანა შეძლო. საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებთა მატჩი 28 მარტს, ბათუმში, 20:00 საათზე გაიმართება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:50 | 21.08.2024
ძიუდოო123 (1282)

ან რაზეა საუბარი გუნდის ვიცე პრეზიდენტი იყო მგონი მაგ დროს ცქიტიშვილი მაყურებლებს რომ აუხტა და კაჩაობა დაუწყო. არასწორმა მენეჯმენტმა ფიფია გაკოტრებამდე მიიყვანა

13:49 | 21.08.2024
ძიუდოო123 (1282)

დინამო თბილისი იქცა დებილების თავშეყრის ადგილი მენეჯმენტს ვგულისხმობ. რამდენი ნიჭიერი ბიჭი დაკარგეს კაპიკებად როცა შეეძლოთ სერიოზული გუნდის შეკვრა შედეგების დადება რაც ფინანსურად გუნდსაც გააძლიერებდა. 800 000 გაVშებული მამარდა აზაროვიც 1 მილიონის ფარგლებშI გაუშვეს იგივე ნინუა და ბაზელში როა კვარა დავიტაშვილი და რამდენი დინამოს აკადემიის აღზრდილი 16-17 წლის ბიჭებს ყიდიან 1 მილიონის ფარგლებში იმის მაგიერ შეინარჩუნონ 19-20 წლამდე შეკრან გუნდი დაიმატონ ლეგიონერები ვინც გუნდს გააძლიერებს. წარმატებული ევრო სეზონი გაზრდილი მოთხოვნილება მის ფეხბურთელებზე დ აგაზრდილ ფას არ ნიშნვას? მაგრამ არაა არანაირი რისკი გატVლა დღევანდელი თეთრები ურჩევნიათ

23:51 | 20.08.2024
alfadhirhaiti (7530)

საინტერესო ამბის მომსწრენი ვართ.. რომან ფიფიას დიშლა მენეჯერი ამბობდა, რო საქართველოს დაბალი მთლიანი შიდა პროდუქტი აქვს და ამით ამართლებდა ფერმერებისგან წამოცმულ დინამოს. ამ დროს, სომხეთის ერთდროულად 3 გუნდი მაღალი დონის ლეგიონერებით პლეი-ოფში გადის და ჯგუფურ ეტაპთან ახლოსაა. ნორვეგიული ბოდო/გლიმტი ლამის 11 ნორვეგიელი გავიდეს ჩემპიონთა ლიგაზე, ისეთ ფეხბურთს თამაშობენ. იგივეა კიდე ადგილობრივი უკრაინელებით დაკომპლექტებული დინამო კიევი. ყოველგვარი გასაპრავებელი თავზე დაეხათ ამ დილეტანტებს და მაინც არ უნდათ, რო მოგვშორდნენ. არ იცით საქმის კეთება და მენეჯმენტი, გადაებით ერთმანეთს და წადით!

23:43 | 20.08.2024
alfadhirhaiti (7530)

ახლა რაღას იტყვის რომან ფიფიას სირთა კანტორა?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062382
სარეკლამო ადგილი - 99
X x X