რამაზ ენდელაძის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა ჭადრაკის სასახლეში გამართული რიგით მეშვიდე ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში.
გამარჯვებულმა 9-იდან 8 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო კონკურენტებს.
II – III ადგილები გაიყვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:
II - დავით გაბუნია;
III - ზაზა ხოფერია;
ქალთა შორის საუკეთესო შედეგი თამარ ონიანმა აჩვენა.
1800- მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგი საბა არაბიძემ დააფიქსირა, ხოლო 1500-მდე – ლუკა ნაცაურმა.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი