ფეხბურთი

11:16 | 23.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: „გვინდა იმ დონეს დავუბრუნდეთ, რომლითაც ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ“

„იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, ინგლისთან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩთან დაკავშირებით ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.

„თამაშისთვის კარგად ვემზადებით და დარწმუნებული ვართ, ნეაპოლი მხარს დაგვიჭერს. გვსურს შესარჩევი ციკლი წარმატებით დავიწყოთ.

გვინდა იმ დონეს დავუბრუნდეთ, რომლითაც ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ. ყველაფერი ჩვენზე და ჩვენს სურვილზე იქნება დამოკიდებული. ხვალ მოედანზე ძირითადად ის ფეხბურთელები გავლენ, რომლებიც ევროზე ითამაშებენ. ახალ მოთამაშეებს ეტაპობრივად შემოვიყვანთ, როგორც ეს ერთა ლიგის მატჩებში გავაკეთეთ.

ბოლო წლებში დიდი სიხარულიდან დიდ იმედგაცრუებამდე გავიარეთ გზა. ჯერ ევროპის ჩემპიონები გავხდით, შემდეგ ყატარის მუნდიალზე ვერ მოვხვდით. თუმცა, მაინც მოვახერხეთ ერთა ლიგის „ოთხთა ფინალში“ გავედით.“ - ციტირებს მანჩინის სიტყვებს Pazzi Di Fanta.

იტალია-ინგლისის მატჩი დღეს, 23 მარტს გაიმართება ნეაპოლში, დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე და თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

0.145173