სანდრო მამუკელაშვილი მილუოკიში დაბრუნდა, მაგრამ იანისისა და თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ. რეგულარული ჩემპიონატის მორიგ ტურში "სან ანტონიო" "ბაქსს" შეხვდა და 36-ქულიანი სხვაობით - 94:130 დამარცხდა.
მოედანზე მისი უშუალო ვიზავი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი კალათბურთელი და სანდროს მეგობარი, იანის ანტეტოკუმპო გახლდათ.
"მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერია და ჩემპიონობისთვის იბრძვის, "სან ანტონიო" კი აღმოსავლეთში ბოლო ადგილზე იმყოფება და წარსული დიდების დაბრუნების მცდელობაშია.
ყოფილი კლუბის წინააღმდეგ, რომელმაც მამუკელაშვილი 2 წლის წინ დრაფტზე აიყვანა, ქართველი ფორვარდი სასტარტოში არ ყოფილა, თუმცა სათამაშო დრო ისევ სოლიდურად მიიღო. 23 წლის კალათბურთელი პარკეტზე პირველი პერიოდის მე-6 წუთზე გამოჩნდა და საკმაოდ აქტიური იყო. "სან ანტონიოში" თავის პირველ ორმაგ დუბლამდე სანდროს 3 მოხსნა დააკლდა. მის ანგარიშზე 12 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება დაგროვდა. საქართველოს ნაკრების კალათბ ურთელმა 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა.
მამუკელაშვილმა 13-დან 6 სროლა გამოიყენა. მან 9-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა, საჯარიმო ხაზთან კი არ დამდგარა.
მოედანზე ყოფნის პერიოდში მისი ვიზავი უმეტესწილად იანისი იყო, რომელიც, როგორც უმეტეს შემთხვევაში, ამჯერადაც საუკეთესო იყო: ბერძენმა კალათბურთელმა 24 წუთი ითამაშა, თუმცა 31 ქულა, 14 მოხსნა, 2 პასი დააგროვა და ორმაგი დუბლიც გაიფორმა. რაც შეეხება "სან ანტონიოში" საუკეთესოს, სანდროს მსგავსად 12 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა ზაკ კოლისმა, ხოლო ბომბარდირი 16 ქულით დევინ ვასელი გახდა.
აღსანიშნავია ის, რომ "მილუოკიმ" 36 ქულიანი სხვაობით მოიგო, რაც მიმდინარე სეზონში "ბაქსისთვის" ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება გამოდგა. ამ შეხვედრაში სანდროს ყოფილი თანაგუნდელებიც და გულშემატკივრებიც თბილად შეხვდნენ.
ქართველის გუნდი პლეი ოფში ვეღარ გავა და გრეგ პოპოვიჩი სეზონში დარჩენილ 9 შეხვედრას, საკუთარი გუნდის ახალგაზრდა, პერსპექტიული წევრებისთვის მაქსიმალური გამოცდილების მისაცემად გამოიყენებს.
მამუკელაშვილსა და მის თანაგუნდელებს 19 გამარჯვების საპირისპიროდ 54 მარცხი აქვთ, შემდეგ შეხვედრას კი 25 მარტს, სტუმრად, "ვაშინგტონ ვიზარდსთან" გამართავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თქვენც გაგეპარათ უზუსტობა სტატიაში, იმ მატჩში იტალიის მწვრთნელი ჩეზარე მალდინი კი არა, მარკო ტარდელი იყო. ხოლო ჩეზარე მალდინი უკვე იტალიის ძირითად ნაკრებს წვრთნიდა მაგ დროს და იმავე დღეს ჩვენთან ნულოვანი ფრე ითამაშა, რამოდენიმე საათით გვიან, ახალგაზრდულის თამაშიდან..
მიშა ფოცხვერია კიდე ერთ განიავებული ტალანტი.ეჰ
რა დრო გასულა, "დავივიწყოთ იტალია!" ასე გამოეხმაურა მაშინ სარბიელი
6:0 როგორღა წააგეს..
რაღა როგორ წააგეს, პირი დარჩათ ღია ჩვენებს სავსე სტადიონი რო ნახეს და მანამ დაკუმეს 6 გაგვიტანეს
მეორე დღეს დიდ იტალიასაც დავაკარგვინეთ ქულები და თუ სწორად მახსოვს, პლეიოფი დასჭირდათ მსოფლიოზე გასასვლელად.
ხო მართალი ხარ ბურთის ფლობას მაშინ არ თვლიდნენ მაგრამ ალბათ 20-80 ზე იყო მაკარონების სასარგებლოთ ისე გაცოფებულები თამაშობდნენ
ამ თამაშში ფოცხვერიამ წაადო კოკოს და ორივე გაყარა მსაჯმა სტადიონზე ვიყავი
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაწერეთ ვინმემ თუ მოგეპოვებათ.
გვარამაძე, სილაგაძე, ხუჯაძე, კიკნაძე, დიდავა, ცქიტიშვილი, ა.მუჯირი, ფოცხვერია, ზირაქიშვილი, ალექსიძე, აშვეთია