საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ლატვიის 21-წლამდე გუნდთან 26 მარტს გასამართი შეხვედრისთვის მზადებას, თურქეთის ქალაქ ბელეკში განაგრძობს.
გუნდს დღეს 21-წლამდელთა კაპიტანი, გიორგი გულიაშვილი შეუერთდა და ვარჯიშის შემდეგ მოახლოებული შეხვედრის შესახებ, თანაგუნდელთან - გიორგი მოისწრაფიშვილთან ერთად ისაუბრა.
გიორგი გულიაშვილი: "შარშანდელის მსგავსად, გვინდა წელი გამარჯვებით დავიწყოთ. ამას გარდა, ლატვიასთან მატჩი ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო შეხვედრაა და გვსურს ტურნირს კარგი განწყობით შევხვდეთ".
გიორგი მოისწრაფიშვილი: "მესამე დღეა რაც შეკრებაზე ვართ, იდეალური გარემოა სავარჯიშოდ და კარგი იქნება, რომ ეს მომზადება 26-ში, შედეგში გარდავსახოთ. ლატვია კარგი გუნდია, თუმცა ჩვენ ჩვენი ფეხბურთის თამაშს შევეცდებით და იმედია წლის პირველ მატჩს გამარჯვებით დავასრულებთ".
NAKREBI.GE