მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, პოლონელმა იგა სვიატეკმა მაიამის ღია პირველობაზე თამაშისგან თავი შეიკავა. ამის მიზეზი, ნეკნების ტრავმაა. სვიატეკმა პირველი წრე გამოტოვა და მეორეში, ამერიკელ კლერ ლიუს უნდა შეხვედროდა.
„დოჰაში და მას მერე, ძლიერი ინფექცია მქონდა. თამაშის უფლება მომცეს, მაგრამ ერთხელ ძლიერი ხველის დროს, ნეკნები დამიზიანდა. ამის მიუხედავად, თამაშს ვაგრძელებდი, სანამ ეს ჩემთვის უსაფრთხო იყო. ამ დღეებში კი მონაცემები გავაანალიზეთ და ექიმმა დიაგნოზი მომიმზადა. სამწუხაროდ, დისკომფორტს კვლავაც განვიცდი და ტკივილებიც მაქვს და ამის გამო, თამაშს ვერ შევძლებ“, - განაცხადა სვიატეკმა.
ამავე მიზეზით, ის ვერ ბილი ჯინ კონგის ტურნრზე ითამაშებს, პოლონეთის ნაკრებთან ერთად, რომელიც შუა აპრილში ყაზახეთს დაუპირისპირდება.