ფეხბურთი

23:33 | 22.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მარტის მატჩებისთვის მზადებას თბილისში, "დინამო თბილისის" ბაზაზე განაგრძობს.

შეკრების მესამე დღეს, ვილი სანიოლის გუნდმა 25 ფეხბურთელით ივარჯიშა. საქმე ისაა, რომ ვილი სანიოლის გუნდს "დინამო თბილისის" ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი გამოაკლდა, რომელმაც ტრავმა მიიღო. შესაბამისად, ის მომდევნო ორ მატჩში ვერ ითამაშებს. საქართველოს ნაკრები 24 მარტს, ბათუმში გაემგზავრება, მანამდე კი თბილისში მოემზადება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 25 მარტს, 18:00 საათზე ამხანაგურ მატჩს მონღოლეთთან ჩაატარებს, ხოლო 28 მარტს, 20:00 საათზე ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე თამაში ბათუმში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი", აზერბაიჯანი)

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), მამუკა კობახიძე ("დინამო ბათუმი"), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი ("შახტარი", უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო თბილისი"), საბა საზონოვი ("დინამო", რუსეთი), ლაშა დვალი ("აპოელი", კვიპროსი)

ნახევარმცველები: გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“ პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი), ლუკა გაგნიძე ("დინამო", რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი", თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), გაბრიელ სიგუა ("დინამო თბილისი")

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე ("ანკარაგუჯუ", თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 25 მარტს, 18:00 საათზე ამხანაგურ მატჩს მონღოლეთთან ჩაატარებს, ხოლო 28 მარტს, 20:00 საათზე ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე თამაში ბათუმში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11687