ფეხბურთი

21:49 | 22.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "იტალიის კვარაცხელია შეიძლება კიეზა იყოს, მაგრამ ტრავმებმა ძალიან შეაფერხა"

იტალიური გაზეთის, Tuttosport-ის ჟურნალისტმა სტეფანო სალანდინმა იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის მსგავსი ფეხბურთელების არარსებობაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, კვარას სტილის მოთამაშე იტალიისთვის ფედერიკო კიეზაა, მაგრამ მას წელიწადზე მეტია ტრავმები აწუხებს, რის გამოც „სკუადრა აძურას“ ვერც ამჯერად, ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან დაეხმარება.

„კვარას და ოსიმენის მსგავსი ფეხბურთელები ყველას აკლია. ჩვენ შეგვიძლია კვარასნაირი კიეზა გვყავდეს, მაგრამ მას ტრავმების სერია აქვს, რაც აფერხებს. მეორე მხრივ, ოსიმენისნაირი ფორვარდის არყოლა იტალიის ნაკრებისთვის დიდ დანაკლისს წარმოადგენს. რასპადორის დანაკლისიც მძიმეა. ჯაკომო კიეზასთან ერთად, ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია, ვისაც აქვს თვისებები, რომლებიც იტალიის ნაკრების სხვა ფეხბურთელებს არ გააჩნიათ“, - თქვა სალანდინმა.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზას ლიდერობით იტალიის ნაკრები 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, მაგრამ გასული წლის იანვრიდან მოყოლებული ფედერიკო ტრავმიანობს. მიმდინარე სეზონში დაბრუნდა, თუმცა მიკრო ტრავმები ისევ აქვს და ახლაც ლაზარეთშია.

0.113896