ავტოსპორტი

21:12 | 22.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი რედ ბულზე: „ასეთი სწრაფი მანქანა ჯერ არ მინხავს“

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი და ფორმულა 1-ის 103 რბოლის გამარჯვებული ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ მაქს ფერსტაპენის „რედ ბულივით“ სწრაფი ავტომობილი აქამდე არ უნახავს.

საუდის არაბეთის დიდი პრიზის რბოლისას, რომელიც „რედ ბულის“ სერხიო პერესმა მოიგო, ფერსტაპენმა ჰამილტონს იოლად გაასწრო. ჰოლანდიელმა სტარტი მე-15 პოზიციიდან აიღო და საბოლოოდ, ფინიშთან მეორე მივიდა. ჯედაში „რედ ბულმა“ ამ სეზონში ზედიზედ მეორე დუბლი შეასრულა. საწყის ორ რბოლაში, ავსტრიულმა გუნდმა მხოლოდ ერთ ქულა დაკარგა - ბაჰრეინში უსწრაფესი წრე ვერ დააფიქსირა.

„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ასეთი სწრაფი მანქანა ჯერ არ მინახავს. როდესაც ჩვენ ვიყავით სწრაფები, ასეთი უპირატესობა არ გვქონია. ვფიქრობ, სხვებთან შედარებით, ასეთი უპირატესობა ადრე არასდროს არავის ჰქონია. არ ვიცი, როგორ და რატომ, მაგრამ მან გასწრებისას დიდი სიჩქარით ჩამიქროლა. დაბლოკვაც არ მიცდია, რადგან სიჩქარეში უზარმაზარი სხვაობა იყო“, - ყვება ჰამილტონი, ვინც ჯედაში მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ჯერ კიდევ ბაჰრეინში, ჰამილტონის თანაგუნდელი ჯორჯ რასელი ამბობდა, რომ „რედ ბულს“ ამ სეზონში ყველა რბოლის მოგება შეუძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115503