სხვა

20:37 | 22.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე თამაში მოიგო

„დინამო თბილისმა“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა! დეიან სტანოევიჩის გუნდმა თბილისში სერბული „რადნიჩკი“ უშანსოდ, 13:8 დაამარცხა.

რაც აღსანიშნავია, ეს გამარჯვება მოულოდნელი იყო, მით უფრო, ასე იოლად და დამაჯერებლად. „დინამომ“ პირველივე პერიოდში მოიპოვა სოლიდური უპირატესობა (4:0), რაც შემდეგ ხელიდან არ გაუშვია და საქმე გამარჯვებამდე საკმაოდ მშვიდად მიიყვანა.

„დინამო თბილისის“ რიგებიდან 3-3 გოლი იოვან სარიჩმა, სტეფან პიესიცავმა და საბა ტყეშელაშვილმა გაიტანეს, ორჯერ გამოიჩინა თავი ანდრია ვლაჰოვიჩმა, ხოლო თითო ბურთი ბესარიონ ახვლედიანის და გიორგი მაგრაქველიძის აქტივშია. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ თბილისური გუნდის მეკარე ირაკლი რაზმაძე დასახელდა.

„დინამო თბილისმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, რითაც ჯგუფში ბოლო ადგილს დააღწია. ქართული გუნდი 2 მოგებით და 8 წაგებით A ჯგუფში მეშვიდე პოზიციაზეა, ხოლო მომდევნო ტურში 5 აპრილს, "იადრანს" უმასპინძლებს.

„დინამო თბილისი“ 13:8 (4:0, 2:2, 3:3, 3:3)

0.112928