სხვა

20:03 | 22.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

უსიკის და ფიურის შეხვედრა ჩაშლის პირას არის

მძიმე წონაში რამდენიმე პრესტიჟული გაერთიანების ჩემპიონ ოლეკსანდრ უსიკის პრომოუტერმა ალექსანდერ კრასიუკმა, სკაი სპორტსთან საუბრისას განაცხადა, რომ ტაისონ ფიურისთან ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლა პრაქტიკულად ჩაშლილია.

ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, WBA-ის, IBF-ის, WBO-ის და IBO-ის ტიტულების მფლობელი უსიკი და WBC-ს ტიტულის მფლობელი ფიური ლონდონში, 29 აპრილს შეხვედრაზე შეთანხმდნენ. საპრიზო თანხა კი 70-30-ზე უნდა განაწილებულიყო, ბრიტანელის სასარგებლოდ.

მაგრამ კრასნიუკი ამბობს, რომ გარიგება ჩაიშალა. ის მიზეზს არ ასახელებს, თუმცა სავარაუდოა, რომ ჩაშლის საბაბი, თანხის არათანაბარი განაწილებაა. თანაც, ფიურიმ დამამცირებლად განაცხადა, რომ უსიკი და მისი გუნდი მეტს არ იმსახურებენ.

„უსიკი რაც უფრო მეტს თმობდა, მისგან უფრო მეტს ითხოვდნენ, ეს კი შეუძლებელი იყო“, - ამბობს უკრაინელის მენეჯერი ეგის კლიმასი. თუ ფიურისთან ბრძოლა ჩაიშალა, მაშინ უსიკი WBA-ის ბრიტანელ სავალდებულო პრეტენდენტ დანიელ დუბუას შეხვდება.

0.116801