სხვა

17:02 | 22.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანასტასია გუბანოვა ფინალში მე-11 პოზიციით გადავიდა

იაპონიის ქალაქ საიტამაში სპორტული წყვილების შემდეგ ასპარეზობაში გოგონები, საქართველოს სახელით კი ანასტასია გუბანოვა ჩაერთო, რომელმაც მოკლე პროგრამაში მე-11 ადგილი დაიკავა და ფინალში განაგრძობს ასპარეზობას.



მოკლე პროგრამაში ქართველმა ევროპის ჩემპიონმა 65.40 ქულა დააგროვა, რაც საკმარისი გამოდგა, იმისთვის, რომ ფინალში გამოსვლის უფლება მოეპოვებინა.

მოკლე პროგრამის შემდეგ, ქალთა კატეგორიაში 79.24 ქულით იაპონელი კაორი საკამოტო ლიდერობს.

ანასტასია გუბანოვა მე-3 ჯგუფში მე-14 ნომრად იასპარეზებს. თავისუფალი პროგრამა 24 მარტს, 12:20 საათზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ თავისუფალ პროგრამაში მსაჯთა შემადგენლობაში იმუშავებს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ დღეს სპორტული წყვილების მოკლე პროგრამით მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა ბერულავა და კარინა საფინა წარსდგნენ. მათ მე-14 ადგილი დაიკავეს და ფინალში იასპარეზებენ.

0.114842