ავტოსპორტი

15:07 | 22.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ავტოსპორტში საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი 22 მარტს გაიმართება

საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატის მეოთხე ეტაპის ლაივ ტრანსლაცია 22 მარტს, კაილამის ვირტუალურ ავტოდრომზე გაიმართება. მრბოლელები ტრადიცულად 20 წუთიან საკვალიფიკაციო სესიას და 50 წუთიან რბოლას გაივლიან.

ჩემპიონატს მესამე ეტაპის შემდეგ საერთო ჩათვლაში არჩილ ციმაკურიძე ლიდერობს, თუმცა სანდრო შამანიდი, მიშო ცისკარიძე, სანდრო თავართქილაძე და სანდრო ჭანტურია ჩემპიონობისთვის და ტურნირის საპრიზო სამეულში მოხვედრისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატი კომპანია სიმულექს რეისინგის ორგანიზებით და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ეგიდით უკვე მეოთხე წელია ტარდება.გამარჯვებულები და პრიზიორები სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში იღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ რბოლა 21:30 წუთზე დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაციის ყურება სიმულექს რეისინგის YouTube არხზე იქნება შესაძლებელი.

0.119848