ფეხბურთი

13:39 | 22.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ედერსონი: “დიდი შანსია ანჩელოტი ნაკრებში მოვიდეს“

„მანჩესტერ სიტისა“ და ბრაზილიის ნაკრების მეკარე ედერსონმა, მაროკოსთან ამხანაგური მატჩის წინ განაცხადა, რომ გუნდში ახალ მწვრთნელს ელიან და არსებობს შანსი, რომ ეს კარლო ანჩელოტი იყოს.



ბრაზილიის ნაკრები კვლავ მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. ამ პოზიციაზე უამრავი ვარიანტი გაჟღერდა, ყველაზე რეალურად კი კვლავ კარლო ანჩელოტის ოპცია მოსჩანს.

ამ შესაძლებლობას „მანჩესტერ სიტის“ მეკარე, ედერსონიც უსვამს ხაზს. მან აღნიშნულ საკითხზე მაროკოსთან გასამართი ამხანაგური მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

„დიდი შანსია იმის, რომ ის მოვიდეს. როგორც მითხრეს, ის გამორჩეული მწვრთნელია, რომელიც გუნდში ყველას მოსწონს. როდესაც მის CV-ს ჩახედავთ, დაინახავთ, რომ ძალიან წარმატებული სამწვრთნელო კარიერა აქვს. ახლო მომავალში გავიგებთ, ის აქ იქნება, თუ არა.

იმედი მაქვს, ახალი მწვრთნელი მალე გვეყოლება. მოლოდინი ძალიან დიდია, რადგან უამრავი სპეკულაციაა. ახალი მწვრთნელი უცხოელი იქნება თუ ბრაზილიელი არ ვიცით, თუმცა ყველანი ძალიან ველოდებით“ - განაცხადა ედერსონმა.

ბოლო დროს ესპანეთში სულ უფრო და უფრო ხშირად ვრცელდება ის ინფორმაცია, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს იტალიელი სპეციალისტი „რეალ მადრიდს“ დატოვებს, მას რაული ჩაანაცვლებს, ანჩელოტი კი ბრაზილიის ნაკრებს მიაშურებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104891