საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მთავარ მწვრთნელს, გიორგი ცეცაძეს დაემშვიდობა.
ცეცაძემ „თელავის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გასულ ზაფხულს გიორგი ჭელიძე შეცვალა. მიმდინარე სეზონში აღმოსავლეთის გუნდს 5 ტურის შემდგომ 5 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზე იმყოფება. წინა გათამაშება გუნდმა სწორედ ამ პოზიციაზე დაასრულა.
თავად ცეცაძეს რაც შეეხება, ის სხვადასხვა დროს „სამტრედიას“, „ტორპედოს“ და უკრაინულ „ლვოვს“ წვრთნიდა. იგი ასევე მუშაობდა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელადაც, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. 2017-19 წლებში სპეციალისტი 21-წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა, უფრო ადრე, 2015 წელს კი ის ეროვნულ ნაკრებში კახა ცხადაძის ასისტენტი იყო.
კლუბის განცხადებით, ახალ მწვრთნელთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და მისი ვინაობა სულ მალე გახდება ცნობილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აუუ დაწერეთ მაინც როგორაა ზაზა და რამდენი გაუცდება კიდეევ ? რომ არ ითამაშა ისედაც ვიციით @@
2კვირა ყველაზე მაქსიმუმიო წესით მანამდეც დაბრუნდება
გოლდენის დამარცხება წარმოუდგენელია ვაშინგტონი და ვოლი ბრავო