სხვა

11:49 | 22.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდში იასპარეზებს

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდში სააპარეზოდ ლატვიაში გაემგზავრა.



ბესარიონ არველაძის გუნდი ელგავაში ბელგიის, ლატვიის და ფინეთის 19-წლამდე ნაკრებებს შეხვდება.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის 12 ფეხბურთელით ემზადება.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლომაია (ქუთაისი), გიორგი ილურიძე

წინა ხაზი: შოთიკო ანდღულაძე (35-ე საფეხბურთო სკოლა), ზაზა იაშვილი (35-ე საფეხბურთო სკოლა), საბა ელბაქიძე (დინამო თბილისი), პავლე დოლიძე (სასკოლო აკადემია), დავით გამბაროვი (35-ე საფეხბურთო სკოლა), დადუ დადუნაშვილი (დინამო თბილისი), გიგა სხილაძე (ბორჯომი), ნიკოლოზ ჯიქია (დინამო თბილისი), გიორგი სონღულაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ხუგაშვილი (თსუ 2)

22 მარტი | 18:00 | ბელგია - საქართველო

23 მარტი | 18:00 | ლატვია - საქართველო

25 მარტი | 19:00 | საქართველო - ფინეთი

NAKREBI.GE

0.115771