სანდრო მამუკელაშვილმა „პელიკანსის“ წინააღმდეგ NBA-ის კარიერაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, მატჩის შემდგომ კი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ვფიქრობ დღეს ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მოთამაშე გვაკლდა, საკმაოდ კონკურენტუნარიანები ვიყავით. ვიცით, რომ დანაკლისი გვაქვს, თუმცა ჩვენი თამაში და ერთმანეთის ნდობა უნდა განვაგრძოთ. როდესაც გულით თამაშობ, ყველაფერი შესაძლოა გამოვიდეს.
ლიგაში ძალიან დიდი კონკურენციაა, ასე რომ, როდესაც შანსი გეძლევა, ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენო. ძირითად შემადგენლობაში თამაში მეორედ დავიწყე, რის გამოც საშუალება მქონდა, რომ თავისუფლად მეთამაშა, შეცდომებიც დამეშვა, თუმცა შემდეგ, ამ შეცდომებზე მესწავლა. მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობით.
მწვრთნელი გვეუბნება, რომ ერთად განვაგრძოთ თამაში, ერთმანეთს ვენდოთ და ერთად ვიყოთ. ბოლო მატჩებია და გვსურს, რაც შეიძლება მეტად დავიხარჯოთ. დანარჩენს დრო აჩვენებს.
მილუოკი ძალიან მიყვარს. ჩემი პირველი ნაბიჯები სწორედ იქ გადავდგი. მათ მე დრაფტზე ამიყვანეს, ოცნება ამისრულეს და შესაძლებლობა მომცეს, რომ ლიგის საუკეთესო მოთამაშეების გვერდით მეთამაშა. უკან დაბრუნებას და მათთან შეხვედრას მოუთმენლად ველი. ბობი პორტისთან და ჯრუ ჰოლიდეისთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს. მე წავედი, თუმცა მათ დღემდე ვეხმიანები.
იანის ანტეტოკუნმპოსთან შეხვედრას ძალიან ველი. მის წინააღმდეგ 1.5 წელი ვითამაშე და ვერ ვიტყვი, რომ კარგი შედეგი მქონდა, თუმცა მისგან ვისწავლე, თუ როგორ ვიყო მენტალურად უფრო ძლიერი, როდესაც საქმეები კარგად არ მიმდის. მის წინააღმდეგ თავის დაცვას ველოდები, რათა გავიგო ის, თუ რა ვისწავლე. ვერ ვიტყვი, რომ მისი ყველა ხრიკი ვიცი. ის ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, თუმცა რაღაცები ნამდვილად ვიცი მის შესაჩერებლად. როგორც უკვე ვთქვი, უბრალოდ მსურს მოედანზე გავიდე და რაც შეიძლება მეტად დავიხარჯო. როდესაც ლიგის საუკეთესო მოთამაშის წინააღმდეგ თამაშობ, პარკეტზე რაც შეიძლება მყარად უნდა იდგე.“ - განაცხადა მამუკელაშვილმა
სანდროს ბრწყინვალე თამაშზე კომენტარი მისმა თანაგუნდელმა, ტრე ჯონსმაც გააკეთა:
„სანდროს ჩვენთვის ძალიან ბევრი კარგი რამ მოაქვს. ის ყოველ შეხვედრაში იბრძვის, სწორად თამაშობს და რაც ყველაზე მთავარია, მას ეს მოსწონს“
23 წლის ქართველმა ფორვარდმა გრეგ პოპოვიჩის გუნდში მორიგი მატჩი დაიწყო სასტარტო ხუთეულში და მოედანზე გატარებულ 25:20 წუთში 20 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იმედია ტორპედოც გაავა.დანარჩენეებმა რამე უნდა მოიფიქრონ რო გავარდნენ
ვიტ ჯორჯიას თამაშზე მეც ვიყავი მაშინ, რომელიც დინამოზე გაიმართა და ჩემს გარდა 100-150 გაზეთიანი მოხუცი იჯდა ტრიბუნაზე. D ისე განმეორებით თამაშში ვიტ ჯორჯიამ 0:3 წააგო ფარერელებთან.
მახსოვს
ისიც მახსოვს რომ წინა დღეს ფარერელებმა "დინამოზე" რომ ივარჯიშეს, იქვე მოფსეს
ერთი ამბავი იყო ატეხილი.
საბურთალომ თამაში აჩვენა ( მე ვაღიარებ, რომ საერთოდ პირველად უყურე ამ გუნდს მთლიანი თამაში...გაოცებული ვარ...არ ვიცი ეს ერთი თამაში გაგიჟდნენ თუ რა არის, მაგრამ ესე ნაკრებს არ უთამაშია ჯერ...პირველივე წუთებიდან ეტყობოდა რო მოვიგებდით, ბურთი არ მისცეს საერთოდ მთელი თამაში...და მე იმედი მაქვს, რომ 2 გუნდი მაინც კიდევ ერთ წრეს გაივლის და ცოტატი ჯგუფურის იმედიც მაქვს
ეს ზოგადად პესიმიზმი კი, საერთოდ ქართული დღევანდელობაა სამწუხაროდ, პოლიტიკაშიც ეგრე ვართ არაფერი გვეშველება, ყველა მთავრობა იქ რომ ხვდება, გვიკიდებს და ასე შემდეგ...ყველასი და ჩვენი ბრალია ეს პესიმიზმი...იმიტომ რომ, თუ ცოტათი კარგად ვართ, რეალურად გვკიდია ქვეყანა, ოღონდ ჩვენ კარგად ვიყოთ, სამსახურში ვიყოთ კარგად( ვთქვათ ვიცით, რომ პოლიტიკურად არასწორე გადაწყვეტილებებს იღებს ჩვენი უფროსი თუ ჩვენი მთავრობა, ეხლა ხომ კარგად ვართ და რაღა ჩემი ერთი ხმით ან სიტყვით წყდება ქვეყნის ბედი? აი ესე ვფიქრობთ უმრავლესობა) და არც ამის მთქმელი კაცი გამოჩნდა, რომ ერი დამოძღვროს...სამწუხაროდ, წესით ეს ეკლესია უნდა იყოს, მაგრამ ჩვენი მღვდლების შემყურე არც მაგი გვეჭყანება
მაგ გუნდისთვის ეს არაა გამონათება სულ ასე თამაშობენ. ჩემპიონებისთვის ევროპა ლიგაზე მოხვედრა უფრო ადვილია ვიდრე ევროპა ლიგის გუნდებისთვის
და ოთხივეს რომ მოეგო?
ნუ, სამმა გუნდმა პირველი ბარიერი დაძლია (იმედია "საოცრებას" არ მოიფიქრებენ რამეს
).
აი, ტორპედომ კი საბრძოლო ანგარიში დააფიქსირა და მაგარი ემოციური ფონი იქნება განმეორებით მატჩში - ჩხეტიანი რაღაცნაირად მოქოქავს თავის განახლებულ გუნდს.
შეიძლება ეს ემოციური ფონი ცუდიც იყოს ჩვენთვის და ყაზახებმა უფრო ადვილად მოიგონ, მაგრამ ინტერესი და მუღამი მაგ თამაშს ნაღდად აქვს.
თქვე კაი ხალხო, ეგ კინო ჯერ კიდევ არ გაქვთ ნანახი?
აგერ მე გეტყვით: რა იქნება და მომდევნო ეტაპზე სამივე გუნდი საზეიმოდ გან/ჯვავს!
სიროო რა კინო ნახეე მასეთი ასე თავდაჯერებული რო საუბრობ იმ გუნდებზე რომლებმაც ასე გაგვახარეს...შე შიბაქოო,ალბათ არ მოგეწონა ეს შედეგები და გაბრაზებულის პოზიციიდან ხარ...სირიკოო..
ყ ....ე გვკიდია შენს მიერ ნანახი კინო და არამარტო კინო
რა დავარქვათ ამ გამოსვლას? რომ გავიდნენ გეწყინება თუ გეტკინება?

ჩვენ ყ-ზე გვკიდია შენი ნანახი ყველა კინო, შენ მიერ წაკითხული სამივე წიგნი და პირადად შენ!
მოგზავნილი ხარ რაგინდა მეგობარო გვაცადე სიხარული : )
რა მეგობაროო,კაცი ჩვენი სიხარულზე გულზე სკდება ეგ მეგობარი კიარაა მტერიე...
მეგობარო კიარა სირიკოა