ჩოგბურთი

0:35 | 22.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი რეიტინგის ათეულის მიღმა დარჩა

იმის გამო, რომ ინდიან ველსზე ვერ ითამაშა, რაფაელ ნადალი რეიტინგში ათეულზე დაბლა დაქვეითდა. ეს კი 2005 წლის შემდეგ პირველად მოხდა. ხშირი ტრავმების გამო, ის ამ სეზონში ცოტას თამაშობს და დაქვეითებაც ამის შედეგია. მაგრამ ესპანლი ამბობს, რომ საფრანგეთის ღია პირველობისთვის მზად იქნება და დიდი სლემის 23-ე ტიტულისთვის იბრძოლებს.

ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშა, მაგრამ მენჯის ტრავმის გამო, ტურნირს მეორე წრეში გამოეთიშა. მან შარშან ინდიან ველსის ფინალში ითამაშა, მაგრამ აღნიშნული ტრამის გამო, წელს კალიფორნიული ტურნირის გამოტოვებამ მოუწია.

იმის გამო, რომ ინდიან ველსზე შარშან მოპოვებული 600 ქულა ვერ დაიცვა, ნადალი რეიტინგში ოთხი ადგილით დაქვეითდა და ახლა მე-13 ადგილზეა. მან ტოპ ათეულში 912 კვირა გაატარა. ეს სერია კი მაშინ დაიწყო, როცა ახლანდელი პირველი ჩოგანი კარლოს ალკარასი ორი წლისაც არ იყო.

ესპანელი ახლა მონტე კარლოს მასტერსზე (თიხნარი) სათამაშოდ ემზადება, რომელიც როლან გაროსს უძღვის წინ. ფრანგული სასლემო ტურნირი მას 14-ჯერ აქვს მოგებული. მონტე კარლოშიც და პარიზშიც ის ფავორიტი იქნება და შესაბამისად, ტოპ ათეულს მიღმა დიდხანს არ დარჩება.

0.119982