მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა სამი ხედირამ, შესაძლოა, კარიერა იტალიურ “მილანში” გააგრძელოს. “ტუტოსპორტის” ცნობით, თუკი მოლაპარაკება შედგა, 2015 წლის ზაფხულიდან გერმანელი ფეხბურთელი აპენინელებს სრულიად უფასოდ ერგება.
საქმე ის გახლავთ, რომ სეზონის ბოლოს ხედირას “რეალთან” კონტრაქტის ვადა ეწურება და “სანტიაგო ბერნაბეუდან” აბარგება პრობლემების გარეშე შეეძლება. როგორც ირკვევა, მილანელთა ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი აღნიშნულ საკითხზე უკვე მუშაობს.