ფეხბურთი

22:44 | 21.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მარტის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 21 მარტს, ვილი სანიოლის გუნდი დინამო თბილისის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით შეიკრიბა. ფეხბურთელებმა, რომლებიც გუნდს დღეს შეუერთდნენ ინდივიდუალურ პროგრამით ივარჯიშეს.

მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას ჩვენი გუნდი 25 მარტს, გამართავს. 28 მარტს კი, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება, სადაც ჩვენი გუნდი 24 მარტს გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 25 მარტს, 18:00 საათზე ამხანაგურ მატჩს მონღოლეთთან ჩაატარებს, ხოლო 28 მარტს, 20:00 საათზე ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე თამაში ბათუმში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი", აზერბაიჯანი)

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), მამუკა კობახიძე ("დინამო ბათუმი"), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი ("შახტარი", უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო თბილისი"), საბა საზონოვი ("დინამო", რუსეთი), ლაშა დვალი ("აპოელი", კვიპროსი)

ნახევარმცველები: გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“ პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე ("დინამო", რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი", თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), გაბრიელ სიგუა ("დინამო თბილისი")

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე ("ანკარაგუჯუ", თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

0.116837