ფეხბურთი

22:10 | 21.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ერვე რენარი საფრანგეთის ქალთა ნაკრებს ჩაიბარებს

საფრანგეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრებს დიდი ალბათობით, საუდის არაბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერვე რენარი ჩაიბარებს. ფრანგმა სპეციალისტმა სამშობლოში დაბრუნებასა და ქალთა ფეხბურთში გადანაცვლებაზე თანხმობა განაცხადა.

საფრანგეთის ქალთა ნაკრები ორი კვირაა უმწვრთნელოდაა და ტიერი ანრიც დაუკავშირეს, მაგრამ მან უარი განაცხადა. რენარი კი მზადაა საუდის არაბეთი დატოვოს და საფრანგეთში იმუშაოს.

შეგახსენებთ, რომ ერვე რენარმა საუდის არაბეთის ნაკრებით მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში არგენტინა სენსაციურად დაამარცხა და საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა.

0.121825