ფეხბურთი

21:15 | 21.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სევილიაში" ახალი მწვრთნელი დანიშნეს

„სევილიას“ მთავარ მწვრთნელად ხოსე ლუის მენდილიბარი დაინიშნა. 62 წლის სპეციალისტმა ანდალუსიურ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

მენდილიბარმა ხორხე სამპაოლი შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. აღსანიშნავია, რომ „დალაქებს“ მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელი დაუნიშნეს - სეზონი ხულენ ლოპეტეგიმ დაიწყო.

„სევილია“ ლა ლიგაში 26 ტურის შემდეგ მე-14 ადგილზეა, გასავარდ ზონას კი მხოლოდ 2 ქულით უსწრებს. ხოსე ლუის მენდილიბარი „ბილბაოში“, „ეიბარში“, „ვალიადოლიდში“, „ოსასუნაში“, „ლევანტეში“, „ეიბარსა“ და „ალავესში“ მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109827