ფეხბურთი

19:57 | 21.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა და ნორვეგიასთან გამარჯვების იმედი გვაქვს"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა შეკრების მეორე დღეს კომენტარი გააკეთა. როგორც 22 წლის შემტევმა აღნიშნა, ნორვეგიის ნაკრებთან გამარჯვების იმედი აქვთ, რადგან მიზანი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გასვლაა.

„ეს საკვალიფიკაციო ეტაპი ბევრ რამეს დაგვანახებს. მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, რთული იქნება, მაგრამ ეს ყველაფერი შეგვიძლია. 28-ში ერთ-ერთ კონკურენტს ვეთამაშებით და ყველას უნდა დავანახოთ, რომ სახლში ასეთი გუნდების დამარცხება შეგვიძლია. დიდი იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ და 3 ქულას მოვიპოვებთ“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 25 მარტს, 18:00 საათზე ამხანაგურ მატჩს მონღოლეთთან ჩაატარებს, ხოლო 28 მარტს, 20:00 საათზე ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე თამაში ბათუმში გაიმართება.

0.14241