ფეხბურთი

18:22 | 21.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 85 მილიონი ევრო გახდა

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი კიდევ უფრო გაიზარდა და 85 მილიონ ევროდ ფასობს.

Transfermarkt-მა სერია A-ში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები განაახლა, რის შედეგადაც კვარა 25 მილიონით გაძვირდა, თუ მანამდე 60 მილიონი ღირდა, ახლა 85 მილიონი ღირს. რა თქმა უნდა, ეს ქართული ფეხბურთის რეკორდია.

კვარაცხელია „ნაპოლის“ და მთლიანად სერია A-ს რიგით მეორე ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა. მასზე მეტად მხოლოდ ვიქტორ ოსიმენია შეფასებული - 100 მილიონ ევროდ.

2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელებში კვარა მეორე ადგილზეა ბუკაიო საკას შემდეგ (110 მილიონი), მარცხენა გარემარბებში კი მხოლოდ ვინისიუს ჟუნიორსა და ფილ ფოდენს ჩამორჩება. ცხადია, საქართველოში ფასით პირველ ადგილზეა, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით მე-14 პოზიციაზეა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და ოთხჯერ პენალტი მოიპოვა.

0.115511